მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნედ პრაისი: ვუსამძიმრებთ გუდაურში მომხდარის დროს დაღუპულთა ოჯახებს

62e584ecec5cd
BM.GE
30.07.22 23:15
1233
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ აშშ საქართველოს გუდაურში მომხდარ ავიაკატასტროფაზე უსამძიმრებს. 

"გულითადად ვუსამძიმრებთ გუდაურში ჩამოვარდნილ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟზე მყოფთა ოფჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით დგას,"- წერს ნედ პრაისი.

29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი, უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა.

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები