მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს... მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? - ზელენსკი

621f1e68ccce6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 11:40
960
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ქვეყნებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?!

ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები