სემეკის ინფორმაციით, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა ზრდას განაგრძობს.
დღეისთვის სისტემაში ჩართულია 911 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 52 მეგავატს შეადგენს. “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 267 ელექტროსადგური, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 644 ელექტროსადგური.
ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.