მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო-აღრიცხვაში ჩართული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გაორმაგდა

63a43fa7da314
მარიამ ვარადაშვილი
22.12.22 22:18
786
სემეკის ინფორმაციით, წელს ნეტო-აღრიცხვის ფარგლებში განახლებადი ენერგიების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლევანდელი მონაცემებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 მეგავატამდე გაიზარდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 17.7 მეგავატი იყო.

სემეკის ცნობითვე, ჯამში ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 694 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 369 იყო. აქედან თითქმის 21 მეგავატი "ენერგო-პრო ჯორჯიას", ხოლო თითქმის 14 მეგავატი "თელასის" ქსელშია ჩართული. 



ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები