მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვაში ჩართული სადგურების სიმძლავრე 47 მეგავატამდე გაიზარდა

64a7d3cd3fda8
მარიამ ვარადაშვილი
07.07.23 13:13
843
ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა იზრდება. დღეის მდგომარეობით, სისტემაში ჩართულია 870 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.

ბოლო მონაცემებით, ქსელში ჩართული სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 47 მეგავატი შეადგინა.

“თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 256 ელექტროსადგური, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 614 ელექტროსადგური. ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები