მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEXT-ი ბათუმში მორიგი ინოვაციური პროექტით NEXT ADDRESS

64a276f365bde
BM.GE
03.07.23 11:28
1526
თანამედროვე არქიტექტურა, სტრატეგიული მდებარეობა და ტურისტული მიმზიდველობა - გიყვებით Next-ის ახალ პროექტზე ბათუმში, ქალაქში, რომელიც რჩება საქართველოს ტურისტულ ცენტრად.

Next-ი ქართული ბაზრის ინოვაციური პროექტებით გაოცებას არ წყვეტს. შემოქმედებითი მიდგომით, კომპანიამ, ამჯერად, ახალი საცხოვრებლისა და ბიზნეს ცენტრის პროექტი Next Address წარმოადგინა.

მოდერნისტული არქიტექტურა, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა, მიმზიდველი ლოკაცია - ეს პროექტის უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, თუმცა გამოკვეთილია ხედვა - იყოს ბათუმის ყველაზე დინამიური ბიზნეს ცენტრი, წლის ნებისმიერ სეზონზე.

ლოკაცია:

Next-ის ნოვატორული კომპლექსის ლოკაცია ბათუმის გეოგრაფიული და ტურისტული ცენტრი, გმირთა ხეივანია, სადაც ქალაქის დინამიური ცხოვრება და საქმიანი აქტივობა მთელი წლის განმავლობაში არ წყდება.

გმირთა ხეივანი არის ადგილი, რომელიც ბათუმში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. აქ ტურიზმი, ბიზნესი და ბათუმის ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ქალაქის ახალ სიცოცხლეს.




არქიტექტურა

ფუნქციონალური, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი - ასეთია Next Address-ის არქიტექტურა, რომელიც წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანია Spectrum-მა შექმნა.

Next-ის ჩანაფიქრი სტუმრებისა და მცხოვრებლების სურვილების გათვალისწინებაა, რისთვისაც კომპლექსში ლიფტები, ტექნიკური და პერსონალის ოთახები ცალკეულ სივრცეებში, საცხოვრებელ ბლოკებს შორის არის განთავსებული.
სრული პანორამული შემინვის მეშვეობით, შენობა, დღის განმავლობაში, მზის შუქით მაქსიმალურად განათდება, ხოლო ლიფტებიდან და აპარტამენტებიდან ზღვისა და ქალაქის თვალწარმტაცი ხედები გადაიშლება.

შენობის არქიტექტურა ორ ნაწილად იყოფა – მწვანე პოდიუმი, სადაც განთავსებულია კომერციული ობიექტები და სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. პოდიუმზე ასევე განთავსებულია გამწვანებული ტერასა და საცურაო აუზი. შენობის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს კი მისი მწვანე ფასადი წარმოადგენს.

პოდიუმი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული, რაც ვიზუალურ და ეკოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარე ქმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღებას.



ინფრასტრუქტურა:

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა - ეს Next-ის პროექტების გამორჩეული მახასიათებელია, გამონაკლისი არც Next Address იქნება, რომელშიც კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის, თითოეული დეტალი გათვალისწინებულია.

Next Address იქნება გამორჩეული კომპლექსი ბათუმში, სადაც პროექტის დამხმარე და სარეალიზაციო სივრცეებს თანაბარი ფართობი დაეთმობა.

Next Address-ის გაყიდვები დაწყებულია: მოქმედებს 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადება და 10%-იანი პირველადი შენატანი. მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროექტის გვერდს: https://nextgroup.ge/ge/next-address?utm_source=BMG&utm_medium=Article&utm_campaign=next-address-BMG&utm_id=BMG


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები