მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NFT ტრანზაქციების 58% ფულის გათეთრების მიზნით ხორციელდება - Dune Analytics

63a9afd8937cc
გიორგი თოლორდავა
27.12.22 00:15
683
ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის კვლევითი ორგანიზაცია Dune Analytics-ი NFT ტრეიდინგთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ წლის განმავლობაში NFT აქტივებით განხორციელებული ტრანზაქციების საერთო მოცულობის 58% ფულის გათეთრების მიზნით ხორციელდებოდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, NFT აქტივები ფულის გამათეთრებლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან მათი მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელება საკმაოდ მარტივია, ფულის რეალური წარმოშობის დადგენა კი - რთული.

ფულის გათეთრება ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითა აკრძალულია. ფულის გამათეთრებლები არალეგალური გზებით მოპოვებულ თანხას გამოგონილი ბიზნესებში ან არალიკვიდურ, რთულად შესაფასებელ აქტივებში დებენ, რათა შემდეგ თავადვე გამოისყიდონ და ამით ფულს წარმოშობის "დამაჯერებელი" ისტორია მიანიჭონ.

აქამდე ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება ხელოვნების ნიმუშები იყო, NFT ტექნოლოგია კი ფინანსური თაღლითობის ამ ძველ პრაქტიკას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის.

Dune Analytics-მა მონაცემების დამუშავებისას არაერთი ინდიკატორი გამოიყენა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი საფულეების მფლობელებს შორის კავშირების დადგენა და ფულის წარმოშობის იდენტიფიცირება იყო. იმ შემთხვევაში, თუ ორი ტრეიდერი ერთმანეთში ზედმეტად ძვირად შეფასებული NFT-ით ვაჭრობდა, ორივე მათგანის დაფინანსების წყარო კი ერთი კრიპტო საფულე იყო, მაშინ ეს იმას ცხადყოფდა, რომ საქმე ფულის გათეთრების პრაქტიკასთან გვქონდა.

ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთ NFT პლატფორმას ტრეიდერები მხოლოდ ფულის გათეთრების მიზნით იყენებენ, მაგალითად, LooksRare-ზე და X2Y2-ზე განხორციელებული ტრანზაქციების 98% არაავთენტური იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები