მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდების ღამის კლუბში სტუმრებს ჯდომა მოეთხოვებათ

5ee0918438c83
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.20 00:00
1496
ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში ღამის კლუბი, Doornroosje ანუ „მძინარე მზეთუნახავი“ გაიხსნა. თუმცა, ივნისის თვეში სოციალური დისტანციის დასაცავად სტუმრებს სკამებზე ჯდომა მოეთხოვებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კლუბის სივრცეში ერთდროულად მხოლოდ 30 ადამიანის თავშეყრა არის დაშვებული. სკამები ერთმანეთისგან 1.5 მეტრის დისტანციით არის დაშორებული.

თავდაპირველად, კლუბი აპირებდა, რომ სოციალური დისტანციის წესების დაცვით სტუმრებისთვის ფეხზე დადგომის საშუალება მიეცათ, თუმცა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა კლუბს მოუწოდეს, რომ საცეკვაო მოედანზე სკამები განელაგებინათ.

ასევე, მუშაობის საათები შეიცვალა და შუაღამის ნაცვლად კლუბი შუადღით გაიხსნა.

კლუბის მარკეტინგის მენეჯერის, კოოს ჰორნმენის განცხადებით, კლუბს შეეძლო მთვარობას დალოდებოდა, თუ როდის მისცემდნენ სტუმრებს დადგომის და ასე ცეკვის საშუალებას, თუმცა მათ რაღაც ახლის ცდაც სურდათ:

"ეს ახალი იდეების ცდის ნაწილია, რათა ვნახოთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ნაცვლად ლოდინისა, თუ როდის ჩაივლის ეს. და ძალიან გავერთეთ".

ჰორნმენი ამბობს, რომ მართალია, კლუბში ჯდომა უცნაურად გამოიყურება, თუმცა, დამსწრეებმა ხმამაღალი მუსიკით და გარემოთი მაინც ისიამოვნეს.

მისივე განცხადებით, გაყიდული ბილეთების თანხა მთლიანად შემსრულებლებს გადაეცათ - "ჩვენ გვინდოდა შემსრულებლებისა და სტუმრების თავშეყრა და ცოცხალი მუსიკით მათი გაბედნიერება".

სხვა კლუბების მგავსად, Doornroosje-მ დიჯეების შესრულება სოციალურ ქსელში LIVE ვიდეოთი გააზიარა.

10 ივნისის მიხედვით, ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის 47,903 შემთხვევა დადასტურდა. 6,031 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები