აღმოსავლეთ ნიდერლანდებში მდებარე ქალაქ დოსბურგში მდებარე ვერცხლის მუზეუმში ორი მამაკაცი შეიჭრა და მუზეუმის ვერცხლის სრული კოლექცია მოიპოვა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას თვით მუზეუმი ავრცელებს.
მუზეუმის ექსპონატები მუზეუმი 13 საუკუნის ეკლესიაში მდებარეობს, მასში ქურდებმა გამთენიისას შეაღწიეს და მუზეუმის ყველა ვერცხლის ექსპონატი მოიპარეს. მუზეუმის თქმით წაღებულია 300-ზე მეტი ნივთი რომელთა ღირებულებას ათობით ათასი ევროა, თუმცა მათი ისტორიული ღირებულება ვერცხლის დღევანდელ საბაზრო ღირებულებას ცდება. “ვერცხლის ფასი რა თქმა უნდა მაღალია… მაგრამ ჩვენთვის ეს ნივთები მხოლოდ ვერცლი არ არის” განმარტა ერნსტ ბოსველდტმა, მუზეუმის თავმჯდომარემ. “ეს ისტორია და კულტურული მემკვიდრეულობაა. ჩვენ უზომოდ იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ.”
მუზეუმის ბორდის ერთ-ერთი წევრის თქმით მუზეუმის ექსპონატები ჯამში 20 ქვეყნიდან არის და მოიცავს 1700-დან 1920 წლამდე პერიოდს.
ქურდობის ფაქტს პოლიცია იძიებს, გატაცებული სიმდიდირის სავარაუდო ადგილსამყოფელი უცნობია. მუზეუმის განმარტებით საბედნიეროდ ექსპონატები დაზღვეულია.
მუზეუმებში ქურდობები ბაზარზე ვერცლისა და ოქროს ფასის რეკორდული ზრდითაა გამოწვეული. ერთწლიან პერიოდში ოქრო 77%-ით არის გაძვირებული, ხოლო ვერცხლის ზრდის მაჩვენებელი 210%-ს აღწევს.




























