ნიდერლანდებმა "კომენდანტის საათი" 2 მარტის ჩათვლით გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაწესდა კომენდანტის საათი და აკრძალვებს მოსახლეობის მხრიდან შესაბამისი პროტესტი უკვე მოჰყვა.
კომენდანტის საათი ნიდერლანდებში 23 იანვარს დაწესდა. შეზღუდვა 21:00-დან 04:30 საათამდე მოქმედებს.
Reuters-ის მიხედვით, ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის კლების ტენდენცია დეკემბრის ბოლოდან შეიმჩნევა, რაც ოქტომბერში დაწესებულ კოვიდ-აკრძალვების შედეგია, თუმცა როგორც ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, ქვეყანაში არის ალბათობა, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენის გამო, დადებითი ტენდენცია უარყოფითით შეიცვალოს.