მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიდერლანდურ სატვირთო ხომალდს ადენის ყურეში ასაფეთქებელი მოწყობილობა მოხვდა

გემი კონტეინერი

ნიდერლანდური დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს, Minervagracht-ს ადენის ყურეში გადაადგილებისას გაურკვეველი წარმოშობის ასაფეთქებელი მოწყობილობა მოხვდა და ხომალდი დააზიანა. ამჟამად, ტვირთმზიდი საერთაშორისო წყლებში იმყოფება და ვერც ღუზის ჩაშვება და ვერც რომელიმე პორტში გადაყვანა ვერ ხერხდება.

გაურკვეველი მოწყობილობის მიერ გამოწვეული აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანია. ამჟამად, ეკიპაჟის 19-ვე წევრი ხომალდიდან ევაკუირებულია. ისინი ახლო მდებარე სამაშველო ხომალდზე შვეულმფრენით გადაიყვანეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ განახორციელა დარტყმა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შეტევის მიღმა ირანის მიერ დაფინანსებული ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაცია დგას. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ადენის ყურესთან ყველაზე ახლოს სწორედ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ნიდერლანდურ ხომალდზე დარტყმა რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 23 სექტემბერსაც განხორციელდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ საერთაშორისო წყლებში მცურავ გემზე შეტევები შემთხვევით არ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები