მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოვლინდა

5fe61bfeb371d
ნათია თაქთაქიშვილი
25.12.20 21:00
1097
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელის იოანე ნკენგასონგის განცხადებით, აღმოჩენილი შტამი განსხვავებულია კოვიდის მუტაციური სახესხვაობისგან, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა.

ნიგერიასა და სამხრეთ აკრიკაში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად მომატებულია. ინფიცირების მაჩვენებელი 52%-ით გაიზარდა ნიგერიაში, ხოლო 40 %-ით სამხრეთ აფრიკაში, თუმცა როგორც იოანე ნკენგასონი აცხადებს, კოვიდის მომატებული შემთხვევები ახალი შტამის გამოჩენას არ უკავშირდება.

„დეტალებში გასარკვევად ცოტა დრო დაგვჭირდება, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსხვავდება დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული ახალი შტამისგან“, - აღნიშნა აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხემძღვანელმა.

ნკენგასონის ვარაუდით, ვაქცინა ისეთივე ეფექტური იქნება კოვიდის მუტაციურ ფორმაზე, როგორც თავად COVID-19-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები