ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის მთავრობის მიერ 2021 წელს კრიპტოაქტივებზე დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მართალია, ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოაქტივები ფულის გათეთრების მიმართულებით გარკვეულ რისკებს შეიცავენ, თუმცა ამის გამო ამ ტექნოლოგიაზე უარის თქმა აზრს მოკლებულია და შეზღუდვები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.
კრიპტოაქტივების მიმართ აფრიკის უდიდესი სახელმწიფოს მთავრობის დამოკიდებულების ცვლილება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ევროკავშირის მიერ ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს დამტკიცებაა, რომლის ანალოგი ახლა უკვე ნიგერიაშიც დამტკიცდა და VASP-ის ლიცენზიის მოპოვებით კრიპტობირჟებს სერვისის გაწევის უფლება მიეცათ.