მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ამაშუკელი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩს განსჯის

ნიკა ამაშუკელი

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, დარჩენილია მხოლოდ ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები, რომლისთვისაც არბიტრები მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ უკვე შეარჩია.

“სტად დე ფრანსის” სტადიონზე პარიზში 27 ოქტომბერს არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სწორედ ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც კიდის არბიტრად მოგვევლინება, ხოლო მთავარი მსაჯი ნიკ ბერი იქნება.

ფინალი მომდევნო დღეს, 28 ოქტომბერს ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შორის შედგება, რომელსაც ინგლისელი არბიტრი ჯონ ბარნსი გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი არბიტრია მსოფლიოს თასზე. მან ტურნირზე მთავარი არბიტრის რანგში 3 მატჩი (ირლანდია-რუმინეთი, ინგლისი-იაპონია, ავსტრალია-პორტუგალია) ჩაატარა, 4-ჯერ (შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა) კი ასისტენტი იყო. პლეი-ოფში არბიტრად კი პირველად ვიხილავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები