მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებს - ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან

გვარამია

პირველად ჩვენს ისტორიაში არცერთი დიპლომატი არ დაესწრო თვითგამოცხადებული პარლამენტის კრებას. ეს იყო უბრალოდ ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც ერთმანეთს უწოდეს პარლამენტის წევრები,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვარამიამ სთხოვა ევროპარლამენტარებს, არ დაიღალონ საქართველოთი.

"არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება გაუქმდეს ეს შედეგები, მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ" შეკრიბა პარლამენტი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე. შესაბამისად, ლეგიტიმურობა ამ ადამიანების შეკრებისა, რომლებიც თავიანთ თავს პარლამენტის წევრებს უწოდებენ, უნდა იყოს დაუშვებელი და ეს უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციური წესრიგის მოშლის მცდელობად ქვეყანაში.

ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს პატიმრები და ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.

ოთხმა პარტიამ უარი თქვა პარლამენტის ლეგიტიმაციაზე, რაც არის “ქართული ოცნების” დელეგიტიმაციისაკენ მიმართული ძალისხმევა, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. სწორედ ჩვენი ძალის ფარგლებშია და საჭიროებს ჩვენს კონსოლიდირებულ მცდელობას, რომ შევაჩეროთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი რეჟიმი, სანამ კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებენ ქართველებს და მთელ დასავლურ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას.

რისი თქმაც მსურს, არის ის, რომ აუცილებელია, მოხდეს დელეგიტიმაცია ამ რეჟიმის და ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მთავარი მიზანი, არცერთი ნაბიჯი უკან.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან, ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიულობისა და ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის. სიტუაცია არის ძალიან მძიმე და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ძალიან სწრაფად, პოზიტიურად, რა თქმა უნდა”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტში.

ცნობისთვის, გვარამია სტრასბურგში 24 ნოემბერს ღამით გაფრინდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა კითხვები, იყო თუ არა უფრო მნიშვნელოვანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პარლამენტის წინ, პირველი სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დგომა.

ფაქტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. საუბარია, საპროტესტო აქციის პარალელურად, ნიკა გვარამიას და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის უცხოეთში გამგზავრებაზე. პრეზიდენტმა თქვა:

"მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები, და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები