მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

602d5fff6a80b
თამთა ჯიჯავაძე
17.02.21 22:22
537
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით - პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან", - განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

საქმე ეხება 2019 წლის ივნისის საქმეს, როდესაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთეს, თუმცა, მელიამ აღნიშნული  სამაჯური 2020 წლის ნოემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საჯაროდ მოიხსნა.

მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოc არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. შედეგად პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ მოუხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები