მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ქურდიანი: "ჩვენთვის მთავარი იყო, ხელი შეგვეწყო ბიზნესების განვითარებისთვის"

5df91c67f023c
BM.GE
17.12.19 22:17
1081
ჩვენთვის მთავარი იყო, ხელი შეგვეწყო ბიზნესების განვითარებისთვის, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ცერემონიალის გახსნის დროს განაცხადა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„როგორც იცით „თიბისი“ საკმაოდ დიდი მოთამაშეა ბიზნესების ხელშეწყობაში, ფინანსირებაში და განვითარებაში. ჩვენ 2013 წლიდან გვაქვს სპეციალური პროგრამა ბიზნესების მხარდაჭერის და ძალიან ბევრი პროექტი გაგვიკეთებია, მათ შორის ბიზნესდაჯილდოება. ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნესი ყოფილიყო საქართველოში და რაც შეიძლება მეტი წამოწყება ყოფილოყო“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

ბიზნესდაჯილდოებას „თიბისი“ უკვე მეოთხე წელია ატარებს. წელს 5 ნომინაციაში გამოვლინდება გამარჯვებული. მათ შორის:

• საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის
• თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის
• საუკეთესო ინოვაციებისთვის
• საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის.

ბიზნესდაჯილდოებაში წელს 364-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფინალისტებს შორის კი 15 კომპანია შეირჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები