მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლ პაშინიანი ქვეყანაში მორიგი ლოქდაუნის დაწესებას გამორიცხავს

618592321d54c
თამთა ჯიჯავაძე
06.11.21 00:40
720
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ მთავრობა ლოქდაუნს და მკაცრ შეზღუდვებს კოვიდ-შემთხვევების ზრდის მიუხედავად, არ დააწესებს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ მსგავსი ზომების ნაცვლად, ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველყოს ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება და მოსახლეობის ვაქცინაციაში დარწმუნება. მისივე თქმით, კლინიკებს აქვთ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ დღეში 25 000 ადამიანი აცრან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ARKA ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი, ამ დრომდე სომხეთში 852,355 კოვიდ-ვაქცინაა ადმინისტრირებული, აქედან ერთჯერადად აცრილია 588,562 ადამიანი, რაც მოსახლეობის 29.4%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი - 263,793 მოქალაქე (მოსახლეობის 13%) ორჯერადად არის აცრილი.

ცნობისთვის, სომხეთში ხუთი ვაქცინა გამოიყენება: ჩინური „სინოფარმი“ და CoronaVac-ი, ასევე ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკა“, რუსული Sputnik V და „მოდერნა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები