მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლაძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამაგრება მიმდინარეობს

5dc98f279fe20
BM.GE
11.11.19 21:58
860
ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, სადაც ცნობილი ინჟინერი ნ. სლავინსკი ცხოვრობდა, რომელიც ყოფილი ჩელუსკინელების სახელობის, ახლანდელი თამარ მეფის ხიდის მშენებელია.

ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში შვიდი ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 000 ლარი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები