მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ნიკოტინის ბალიშები შესაძლოა, ნიკოტინის მოხმარების ყველაზე უსაფრთხო გზა იყოს”- აშშ ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი

რობერტ კენედი

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნიკოტინის მიღების ყველაზე უსაფრთხო გზა სხვადასხვა ალტერნატივებს შორის ნიკოტინის ბალიშები იყოს. ამასთან, კენედი აღნიშნავს რომ თამბაქოს მოხმარების ყველაზე საზიანო გზა არის სიგარეტის წვა, რაც კვამლს გამოყოფს. ხოლო წვის პროცესი არ მიმდინარეობს ნიკოტინის ბალიშებში და ელექტროსიგარეტებში, რაც შესაძლებელს ხდის ნიკოტინის მიღებას ნაკლები რისკით.

“ნიკოტინი თავისთავად კიბოს არ იწვევს. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება მისი კარცენოგენურობის შესახებ. . ნიკოტინის ბალიშები, ალბათ, ყველაზე უსაფრთხო გზაა ნიკოტინის მოხმარებისთვის, ხოლო ვეიპები - მეორე ადგილზეა,“- განაცხადა კენედიმ. მისი განმარტებით, მთავარი საფრთხე რჩება ტრადიციული სიგარეტი, რომელიც მხოლოდ აშშ-ისთვის ყოველწლიურად 640 მილიარდი დოლარის ჯანდაცვის ხარჯებს განაპირობებს.

კენედის აღნიშნული ინტერვიუ ბრაზილიურ მედიასთან გააშუქა FOX NEWS-მა, სადაც ჟურნალისტმა გაიხსენა კენედის მიერ სენატში მოსმენის დროს ZYN-ის მოხმარების შემთხვევა, რამაც მისი შეხედულებების სუბიექტურობის თაობაზე სპეკულაციები გამოიწვია. გადაცემაში აღნიშნეს ისიც, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, “არ არსებობს თამბაქოს უსაფრთხო პროდუქტი, ნიკოტინის ბალიშების ჩათვლით. განსაკთურებით ახალგაზრდებისთვის და ორსულებისთვის”. ნიკოტინის ბალიშების მოხმარების გრძელვადიანი ეფექტი ჯერ ისევ შესასწავლია.

ამასთან, FDA დაჩქარებული წესით იწყებს ნიკოტინის ბალიშების რამდენიმე კომპანიის განაცხადის განხილვას. Reuters-ის ინფორმაციით, სააგენტო ზეწოლის ქვეშაა თეთრი სახლის მხრიდან, რათა გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღოს.

თუმცა, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, პროცედურების დაჩქარება არ ნიშნავს სამეცნიერო სტანდარტების შემცირებას ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართ კომპრომისზე წასვლას.

ვრცელი და საფუძვლიანი სამეცნიერო მიმოხილვის შედეგად 2025 წელს FDA-მ გასცა ZYN-ის ორალური ნიკოტინის ბალიშების 20 პროდუქტზე მარკეტინგის ავტორიზაცია და დეტალურ სამეცნიერო მიმოხილვაში მიუთითა, რომ მასში მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობით არის მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებები სიგარეტთან და თამბაქოს უკვამლო პროდუქტებთან შედარებითაც კი. საჯაროდ ხელმისაწვდომი, ნიკოტინის ბალიშების 20 კონკრეტული პროდუქტის შესახებ ტოქსიკოლოგიური მიმოხილვა ასკვნის, რომ წვადი სიგარეტიდან ნიკოტინის ბალიშებზე გადასული ადამიანებისთვის მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება სიმსივნის და მოწევასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების განვითარების რისკი.

FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის მიმართულებით წარმომადგენლის, მეთიუ ფარელის განცხადებით, „მარკეტინგის ავტორიზაციის მისაღებად, FDA-ს უნდა გააჩნდეს საკმარისი მტკიცებულება, რომ ახალი პროდუქტები მოსახლეობის ჯანმრთელობას რისკებთან შედარებით უფრო მეტ სარგებელს სთავაზობს.” მეთიუ ფარელმა გაცემულ ავტორიზაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საკმარისი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, სიგარეტის მწეველებისთვის ან თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მომხმარებლებისთვის ნიკოტინის ბალიშებზე სრულად გადართვა აკმაყოფილებდა შესაბამისი სარგებლიანობის კრიტერიუმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები