მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო გიორგობიანი შს მინისტრის მრჩეველი გახდა

შსს

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შს მინისტრ - ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა.

როგორც BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს, ნინო გიორგობიანი უწყების ხელმძღვანელის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში იქნება.

ცნობისთვის, ნინო გიორგობიანი 2019 წლიდან 2021 წლის მარტამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2021 წლის შემდეგ კი მთავრობის სტრატკომის უფროსის თანამდებობაზე იყო.

მთავრობის სტრატკომში ნინო გიორგობიანის ადგილი მიშა ფეიქრიშვილმა დაიკავა, რის შესახებაც გიორგობიანმა Facebook-ის პირად გვერდზე თავად დაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები