ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა „ტვ პირველი“ დატოვეს. ისინი „ტვ პირველის“ მაყურებელს გადაცემა „პოლიტმეტრში“ დაემშვიდობნენ.
"ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ასევე, ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "ტვ პირველზე" ხდება. არ მოგვწონს და ვერ ვერაფერს ვცვლით", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.
ვახო სანაიამ კი აღნიშნა, რომ თანამშრომლობის რესურსი როგორც აღმოჩნდა ამოწურულია, –„კერძო არხსაც აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ“.
მისივე თქმით, არხს ტოვებს “პოლიტმეტრის” რამდენიმე პროდუსერი და ჟურნალისტი.