თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძეს შეეხებოდა.




























