მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook პოსტის გამო ვახო სანაიას დაკავებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან

ვახო სანაია

Facebook პოსტის გამო დაკავებული ჟურნალისტის ვახო სანაიას დაკავებას ორი ევროპარლამენტარი ეხმაურება. ლიეტუველი ევროპარლამენტარი და საქართველოს მთავრობაზე არაერთი კრიტიკული რეზოლუციის ავტორი, რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს.

"ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის Facebook-პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს თუ რა სისწრაფით ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიების მორევში. ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის პატრონებსაც კი გადაუსწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, - წერს იუკნევიჩიენე X-ზე.

ავტორიტარიზმის დამყარებაზე საუბრობს ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი კშიშტოფ ბრეიზა.

„საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-პოსტის გამო 14 დღით დააპატიმრეს. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში. მკაცრი და გადამწყვეტი მოქმედებების დროა!“- დაწერა მან X-ზე.

დღეს, 22 ივლისს, ჟურნალისტი ვახო სანაია ადმინისტრაციული წესით დააკავეს Fecebook-ზე დაწერილი პოსტის გამო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სოციალურ ქსელში დაწერილის გამო მოქალაქე დააკავეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას და სხვა მოქალაქეებს მხოლოდ აჯარიმებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები