საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კერძოდ, ნინო ზამბახიძის კრიტიკა დაიმსახურა საპოლიციო ძალების მიერ პროევროპული აქციის მონაწილე მოქალაქეების დარბევამ.
"ვისაც წარსული არ ახსოვს, მომავალი არ აქვს! მტერს არ დაასისხლიანებ ასე ალბათ, შეგეცოდება! რას უკეთებენ ახალგაზრდებს, როგორ იმეტებენ! ევროპისთვის დასჯილი თაობა!", - წერს ნინო ზამბახიძე.
დაახლოებით, სამი საათია სპეცრაზმი ცდილობს, რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალოს, მაგრამ - უშედეგოდ. მოქალაქეები ტერიტორიას არ ტოვებენ.