მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ საგიჟეთს“ - ირაკლი ერაძე

64a80d12d71b3
თელარა გელანტია
07.07.23 22:00
627
კომპანია Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორის, ფინანსისტ ირაკლი ერაძის აზრით, „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ საგიჟეთს“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

"წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ საგიჟეთს, რაც ამ ქვეყანაშია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. არ შეიძლება ადამიანები - ოპოზიცია და ხელისუფლება ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდეს ერთმანეთს...

მესმის, რომ შეიძლება არსებობდეს პარტიული ტელევიზიები, მაგრამ ხელისუფლება ყველას უნდა ესაუბრებოდეს - როგორც - თავის, ისე ოპოზიციის ამომრჩეველს; არც სამთავრობო არხები უნდა უშლიდნენ ხელს იმას, რომ ხელისუფლების ამომრჩეველმა ოპოზიციის ხმაც გაიგონოს. ეს საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? – „ცოდნა და ევროინტეგრაცია“, - თქვა ფინანსისტმა.

„წარმოდგინეთ, გყავდეთ მეზობელი, რომელიც არის მდიდარი, წარმატებული; თქვენ კი, ხართ ღარიბი, ნაკლები ცოდნით, საბჭოთა კავშირგამოვლილი და რატომღაც ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთ მეზობელთან მეგობრობა და მისგან დახმარების მიღება, არა მხოლოდ ფულადის, არამედ, პირველ რიგში - ცოდნის, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები