მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდის საბადო

ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე ახალი ლულის ბურღვა მიმდინარეობს. სალიცენზიო ფართობზე ბურღვას „ნინოწმინდის ნავთობკომპანია“ სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში ატარებს.

პროექტი ნინოწმინდის N4 ჭაბურღილზე ნავთობის მოპოვების გაზრდას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ჭაბურღილის ძველი, ჰორიზონტალური ლულის გაწყლიანების გამო ახალი ლულის სხვა მიმართულებით ბურღვა განხორციელდა. თავად ჰორიზონტალური ბურღვის თანამედროვე ტექნოლოგია კი, ნავთობის შემცველი ფენების უფრო ეფექტიან ათვისებასა და საბადოს რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაოებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური გაეცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები