მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ი ბარსელონაში ქარხანას ხურავს

5ecfaec04273b
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 21:38
1053
იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ბარსელონაში ქარხანას ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

ბარსელონაში ქარხნის დახურვის გამო სამსახურის გარეშე 3,000-მდე ადამიანი რჩება.

მაისის დასაწყისიდან Nissan-ის საწარმოს თანამშრომლები ბარსელონაში საპროტეტსო აქციებს მართავენ.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ბარსელონაში Nissan-ის საწარმოს დახურვა სეროზული დარტყმაა ესპანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ისედაც დაზარალებულია.

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ქარხნის დახურვა კომპანიას 1 მილიარდი ევრო დაუჯდება. ამიტომ ესპანეთის ხელისუფლება იაპონურ ავტომწარმოებელს ურჩევს, საწარმოში ინვესტირება უფრო იაფი ალტერნატივა იქნებოდა.

საწარმოს დახურვა იაპონური ავტომწარმოებელის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

ავტომწარმოებელმა პარტნიორმა კომპანიებმა Nissan-მა, Renault-მ და Mitsubishi Motors-მა 27 მაისს განაცხადეს, რომ გლობალური წარმოების რეორგანიზება ხარჯების დაზოგვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სურთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები