მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ-იორკში JPMorgan-ის ახალი სათავო ოფისი გაიხსნა

JPMorgan

JPMorgan Chase-მა ახალი სათავო ოფისი გახსნა. 60-სართულიანი ცათამბჯენი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 270 პარკ ავენიუზე მდებარეობს და ვიზუალურად საკმაოდ გამორჩეულია. თავად შენობის აგება 3 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის იმავე ადგილას აიგო, სადაც 2019 წლამდე საინვესტიციო ბანკის სათავო ოფისი იდგა.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ი იმ იშვიათ კომპანიათა შორისაა, რომელმაც პოსტპანდემიურ პერიოდში ახალი სათავო ოფისი გახსნა. ცათამბჯენი არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა დააპროექტა და 423 მეტრის სიმაღლისაა, რაც მას მანჰეტენზე რიგით მე-4 ყველაზე მაღალ შენობად აქცევს.

ახალ სათავო ოფისში JPMorgan-ის 10,000 თანამშრომელი გადავა. ნიუ-იოკრში დასაქმებული დანარჩენი 14,000 თანამშრომელი კი, სავარაუდოდ, 383 მედისონ ავენიუზე მდებარე შენობაში დარჩება. ანუ იქ, სადაც 2019 წლის შემდეგ მთელი კომპანია გადავიდა. ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით მსხვილი საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმაც ისაუბრა.: “JPMorgan-ის არსებობის 225-წლიანი ისტორია ღრმად არის დაკავშირებული ნიუ-იორკთან, შესაბამისად, სათავო ოფისის ისევ აქ გახსნა არამარტო მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილება, არამედ ამ ქალაქის მიმართ ჩვენი ერთგულების გამოხატულებაა",- თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები