ნიჟნი-ნოვგოროდი ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ავიარეისების სუბსიდირებაზე 14.8 მლნ რუბლს [$172 000] დახარჯავს. ქალაქის მერიამ შესარჩევი განაცხადების მიღება გამოაცხადა, მათთვის ვისაც სოხუმის მიმართულებით ფრენების დაწყების სურვილი აქვს.
ნიჟნი-ნოვგოროდის მერიის ტურიზმის განვითარების დეპარტამენტის განკარგულება ადმინისტრაციის ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნდა. წერს რუსული მედია.
სუბსიდირებული ფრენების შესრულების მსურველების განაცხადები 13 აპრილამდე მიიღება. სუბსიდირების მოცულობა ერთ ორმხრივ ფრენაზე ხარჯების 75%-ს მოიცავს, რაც არ უნდა აღემატებოდეს 704 ათას რუბლს. სუბსიდირების ჯამური მოცულობა 14.8 მლნ რუბლია და ეს თანხა 2025 წლის 31 ოქტომბრამდე რეისების სუბსიდირებისთვის არის გათვალისწინებულია.
ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება პირველი მაისიდან იგეგმება.