მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში კლაუდია გოლდინს მიენიჭა

გოლდინი

წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ პროფესორ კლაუდია გოლდინს მიენიჭა. საპატიო წოდების გარდა, გოლდინი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან მილიონი დოლარის ჯილდოსაც მიიღებს.

გოლდინი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია და მისი კვლევა ქალთა შრომით ბაზარს უკავშირდებოდა. ისტორიული მონაცემების ანალიზით, გოლდინმა ქალთა ანაზღაურების დეტალური სტატისტიკა და დინამიკა წარმოადგინა, რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა. 

აღსანიშნავია, რომ გოლდინი ისტორიაში რიგით მესამე ქალია, რომელმაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა.

შვედეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის დარგში ნობელს პრემია 1968 წლიდან გაიცემა.