მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში არასაბანკო და ვადიანი დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სებ
25.12.23 15:07
575
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების ნოემბრის თვის მონაცემებს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 50.42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.17%-ით (581.85 მლნ ლარი) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 27.80 მლნ ლარით - 0.14%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 554.05 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.25%, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები