მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში დაკრედიტების ზრდის ტემპი 13.7%-იყო - რა ტენდენციებია საბანკო სექტორში?

საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ნოემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი წლიურად 13.7%-ით გაიზარდა, ოქტომბერში არსებული 12.7%-იანი მაჩვენებლის შემდეგ. მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება საპროცენტო განაკვეთებიც. გასულ თვეში ლარის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი თითქმის 16%-ს აღწევდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სესხების ზრდის ტემპი ეკონომიკური ზრდის ტემპის ნორმალიზების შესაბამისია და წლიურ ჭრილში არსებულ 12-13%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. როგორ ასრულებს საბანკო სექტორი მიმდინარე წელს და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები