მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ფულადი გზავნილები $298 მილიონამდე გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს თანხა?

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, რაც 58 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 16%-ია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს $50 მილიონით, საიდანაც ფულადი გზავნილების ნაკადები 11%-ით გაიზარდა.

რუსეთი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა $38 მილიონი დოლარით, ამასთან რუსეთიდან გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.

2025 წლის ნოემბერში საქართველომ ფულადი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:

# ქვეყანა გზავნილების ოდენობა - მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 აშშ $58 16%
2 იტალია $50 11%
3 რუსეთის ფედერაცია $38 29%
4 გერმანია $27 16%
5 საბერძნეთი $25 15%
6 ისრაელი $24 10%
7 თურქეთი $9 10%
8 ესპანეთი $8 39%
9 ყაზახეთი $6 -22%
10 ირლანდია $6 4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები