მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში $316 მილიონი გადმორიცხეს

639ae984f1baf
BM.GE
15.12.22 13:26
787
2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 316 მილიონის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 819%-ით მეტია, რაც რეკორდულ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. ჯამურად წელს საქართველოს ეკონომიკამ 1.75 მილიარდი დოლარის რუსული გზავნილები მიიღო, როდესაც მთელი 2021 წლის განმავლობაში რუსული გზავნილების ზომა 411 მილიონზე ნაკლები იყო. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში გზავნილებით მეორე ადგილზე 36 მილიონი დოლარით იტალიაა, მესამეზე კი აშშ 29 მილიონი დოლარით. 

ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:

1 რუსეთის ფედერაცია - 316 მილიონი, მატება წინა წელთან 819%
2 იტალია - 36 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
3 აშშ - 29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%
4 ყირგიზეთი - 20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%
5 საბერძნეთი - 19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%
6 ისრაელი - 17 მილიონი, მატება წინა წელთან 1%
7 გერმანია - 15 მილიონი, მატება წინა წელთან 41%
8 ყაზახეთი - 11 მილიონი, მატება წინა წელთან 14%
9 ესპანეთი - 5 მილიონი, მატება წინა წელთან 3%
10 საფრანგეთი - 4 მილიონი, მატება წინა წელთან 20%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები