Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.8 მილიონჯერ წაიკითხეს. ეს რაოდენობა წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით 2.5%-ით მეტია.
Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 481 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 417 ათასი მკითხველი ჰყავდა, აშშ-დან - 13 ათასი, გერმანიიდან - 4.2 ათასი, თურქეთიდან - 3.4 ათასი, იტალიიდან კი 3.2 ათასი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 51.8% ქალი, 48.2% კი კაცია.


























