მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 666 000-მდე გაიზარდა

6391b01d84794
მარიამ ვარადაშვილი
08.12.22 14:22
1158
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა. შედეგად ქვეყანაში მიზნობრივ სოციალური დახმარებას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს.

მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა ყველაზე მეტ ადამიანზე აგვისტოში გაიცა, როცა შემწეობის მიმღებთა რიცხვის რეკორდულად 670 ათასამდე გაიზარდა. ოქტომბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით არის გაზრდილი.

ნოემბერში 58 მლნ ლარამდე გაიზარდა სოციალურ შემწეობაზე გაცემული თანხის რაოდენობა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 56.2 მლნ ლარს შეადგენდა.

BMG-ის სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კვლავ იმ ოჯახების გადამოწმება მიმდინარეობს, რომლებმაც გადამოწმების თხოვნით სააგენტოს თავად მიმართეს.

“სოციალური მომსახურების სააგენტო აგრძელებს იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე იმ მოქალაქეების, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები და საჭიროა შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, ბოლო თვის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი, რომლებიც გადამოწმების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ მიღებული არ არის”,-აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები