მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ბავშვი იღებს საქართველოში საარსებო შემწეობას? - წლიური ზრდა 7.5%-ია

შემწოება

სოციალური მომსახურების სააგენტოს იანვრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საარსებო შემწეობას 0-6 წლის 49 586 ბავშვი და 6-18 წლის 140 325 მოზარდი იღებს. ანუ, ჯამურად 189 911 არასრულწლოვანი იღებს. მაშინ, როცა გასული 2024 წლის იანვარში 175 585 არასრულწლოვანი იღებდა სახელმწიფოსგან სხვადასხვა ტიპის შემწეობას. შესაბამისად, ზრდა 7.5%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა (0-18 წელი) რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 49 075 ბენეფიციარი;
  • ქვემო ქართლი - 36 557 ბენეფიციარი;
  • იმერეთი - 19 979 ბენეფიციარი;
  • აჭარა - 17 628 ბენეფიციარი;
  • კახეთი - 17 570 ბენეფიციარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16 939 ბენეფიციარი;
  • შიდა ქართლი - 16 514 ბენეფიციარი;
  • გურია - 5 719 ბენეფიციარი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 5 062 ბენეფიციარი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 3 717 ბენეფიციარი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 151 ბენეფიციარი.

კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები სარეიტინგო ქულის მეშვეობით დგინდება.

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები