სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ჯამში შემწეობა გასულ თვეში 684 432 პირმა მიიღო, მათგან თითქმის 230 ათასი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ. ოქტომბერში ამ ადამიანებზე ჯამში 70 მლნ ლარამდე დაიხარჯა აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა.
ყველაზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას თბილისში იღებს 147 ათასზე მეტი, მეორე ადგილს ქვემო ქართლი იკავებს 103 171 სოციალურად დაუცველით.
რეგიონების მიხედვით შემწეობის მიმღებთა რიცხვი ასე გამოიყურება:
- იმერეთი - 82 834
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 80 054
- შიდა ქართლი - 56 210
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 69 865
- კახეთი - 66 338
- გურია - 27 028
- სამცხე ჯავახეთი - 20 166
- მცხეთა-მთიანეთი - 18 370
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 315