საქართველოში სოციალურ შემწეობას სულ 680,833 პირი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. ამ მოქალაქეთა შორის 454,112 არის ადამიანი ცხოვრობს სოცდაუცველ ოჯახებში, ხოლო 226,721 ადამიანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც მონაწილეობს სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში და 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.
თუკი სოციალურად დაუცველთა სტატისტიკას შევადარებთ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რიცხოვნობას 2024 წლისთვის (საქსტატი), დავინახავთ, რომ პროცენტულად ყველაზე ნაკლები სოცდაუცველი ვაკე-საბურთალოს რაიონშია, სადაც 12,525 ადამიანი იღებს შემწეობას, ეს მთლიანად ამ რაიონის მოსახლეობის 5%-ია.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა პროცენტულად ყველაზე დიდია მესტიის რაიონში, სადაც 7,459 სოცდაუცველი ცხოვრობს, ეს მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 81%-ს შეადგენს. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი სოცდაუცველი ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობს.
რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი სოცდაუცველია?
| მუნიციპალიტეტი/ქალაქი | სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა | სოცდაუცველთა წილი მოსახლეობასთან მიმართებით |
| მესტიის რაიონი | 7,459 | 81% |
| ლენტეხის რაიონი | 2,218 | 62% |
| ცაგერის რაიონი | 3,935 | 55% |
| ონის რაიონი | 2,774 | 52% |
| ქედის რაიონი | 7,782 | 48% |
| წალენჯიხის რაიონი | 8,653 | 42% |
| დმანისის რაიონი | 8,939 | 41% |
| ხარაგაულის რაიონი | 7,188 | 40% |
| ამბროლაურის რაიონი | 4,014 | 40% |
| ახმეტის რაიონი | 9,524 | 36% |
| თეთრი წყაროს რაიონი | 8,030 | 34% |
| გარდაბნის რაიონი | 26,471 | 34% |
| შუახევის რაიონი | 4,905 | 34% |
| ჭიათურის რაიონი | 12,275 | 33% |
| წალკის რაიონი | 6,588 | 33% |
| ხულოს რაიონი | 9,049 | 32% |
| აბაშის რაიონი | 5,633 | 32% |
| ბოლნისის რაიონი | 18,102 | 32% |
| ჩოხატაურის რაიონი | 5,366 | 32% |
| მარტვილის რაიონი | 9,352 | 31% |
| ყაზბეგის რაიონი | 1119 | 29% |
| ზუგდიდის რაიონი | 26,642 | 29% |
| ვანის რაიონი | 5,274 | 28% |
| სენაკის რაიონი | 8,398 | 28% |
| ოზურგეთი | 4,069 | 27% |
| ხონის რაიონი | 5,232 | 27% |
| ქარელის რაიონი | 10,632 | 27% |
| ჩხოროწყუს რაიონი | 5,341 | 26% |
| ასპინძის რაიონი | 2,732 | 26% |
| საჩხერის რაიონი | 8,239 | 25% |
| ლაგოდეხის რაიონი | 10,143 | 25% |
| ლანჩხუთის რაიონი | 7,122 | 25% |
| დუშეთის რაიონი | 6,680 | 25% |
| ხაშურის რაიონი | 12,183 | 25% |
| ქობულეთის რაიონი | 16,689 | 25% |
| საგარეჯოს რაიონი | 11,403 | 22% |
| თიანეთის რაიონი | 2,386 | 22% |
| გურჯაანის რაიონი | 10,844 | 22% |
| ადიგენის რაიონი | 3,334 | 21% |
| კასპის რაიონი | 8,356 | 21% |
| ხელვაჩაურის რაიონი | 10,857 | 21% |
| დედოფლის წყაროს რაიონი | 4,045 | 20% |
| ხობის რაიონი | 5,137 | 20% |
| მცხეთა-მთიანეთი | 18,364 | 20% |
| ნინოწმინდის რაიონი | 2,871 | 20% |
| ტყიბულის რაიონი | 3,025 | 19% |
| სიღნაღის რაიონი | 5,421 | 19% |
| ზესტაფონის რაიონი | 10,091 | 19% |
| ბაღდათის რაიონი | 3,029 | 19% |
| წყალტუბოს რაიონი | 7,422 | 19% |
| მარნეულის რაიონი | 20,218 | 19% |
| ოზურგეთის რაიონი | 10,383 | 18% |
| ამბროლაური | 361 | 18% |
| სამტრედიის რაიონი | 7,215 | 18% |
| გორის რაიონი | 19,526 | 17% |
| ყვარელის რაიონი | 5,217 | 17% |
| ისანი-სამგორის რაიონი | 52,389 | 16% |
| მცხეთის რაიონი | 7,656 | 15% |
| გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 54,286 | 15% |
| ახალციხე | 2,342 | 14% |
| თელავი | 2,594 | 13% |
| ბორჯომის რაიონი | 3,187 | 13% |
| თელავის რაიონი | 6,767 | 13% |
| თერჯოლის რაიონი | 3,271 | 11% |
| გორი | 5,350 | 11% |
| ბათუმი | 20,874 | 11% |
| ძველი თბილისის რაიონი | 12,079 | 11% |
| რუსთავი | 13,363 | 11% |
| დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 14,155 | 9% |
| ახალქალაქის რაიონი | 3,486 | 9% |
| ფოთი | 3,462 | 8% |
| ქუთაისი | 10,416 | 8% |
| მცხეთა | 523 | 7% |
| ახალციხის რაიონი | 2,215 | 6% |
| ვაკე-საბურთალოს რაიონი | 12,525 | 5% |
სოცდაუცველთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
| რეგიონი | სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა | წილი მოსახლეობასთან მიმართებით |
| სულ | 680,833 | 18% |
| ქ. თბილისი | 145,434 | 12% |
| ქვემო ქართლი | 101,711 | 23% |
| იმერეთი | 82,677 | 19% |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 80,077 | 28% |
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | 70,156 | 19% |
| კახეთი | 65,958 | 22% |
| შიდა ქართლი | 56,047 | 23% |
| გურია | 26,940 | 26% |
| სამცხე-ჯავახეთი | 20,167 | 14% |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 13,302 | 51% |




























