მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში საქართველომ ექსპორტით $430 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტია

61b6f4c20f1c8
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 11:23
617
გამოქვეყნდა 2021 წლის ნოემბრის ექსპორტის ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $430 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით, ანუ $129 მილიონით მეტია. 

მთლიანობაში, მიმდინარე წლის 11 თვეში ქართული ექსპორტის მოცულობა $3.82 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 26.7%-ით არის გაზრდილი. 

ექსპორტთან ერთად მაღალი ტემპებით იზრდება იმპორტირებული საქონლის მოცულობაც. ნოემბერში, პანდემიის დაწყებიდან პირველად ერთი თვის იმპორტმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და $1.01 მილიარდი შეადგინა. ნოემბერში წინა წელთან შედარებით იმპორტი $293 მილიონით, ანუ 40.6%-ით მეტი იყო.

მთლიანობაში წლის 11 თვეში, საქართველომ უცხოეთიდან $9 მილიარდის საქონელი შეიძინა, რაც 2020 წელთან შედარებით 24.5%-ით მეტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, რის შედეადაც გაირკვევა უშუალოდ რომელი დასახელების პროდუქტების იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა ნოემბრის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები