მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი $491 მილიონამდე გაიზარდა

6398265264556
BM.GE
13.12.22 11:16
526
საქსტატმა 2022 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველომ $491 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი $61 მილიონით (14%-ით) არის გაზრდილი. 

რაც შეეხება ჯამურად, წლის 11 თვის ექსპორტს, ის $5.03 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია. 

ექსპორტთან ერთად, გაზრდილია იმპორტიც და მან $1.24 მილიარდი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა $215 მილიონით არის გაზრდილი. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის მომატებული, აღნიშნულის შესახებ სტატისტიკას საქსტატი 19 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები