მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში საქართველოს იმპორტი $99 მილიონით შემცირდა

5fd714cff24f5
შოთა ტყეშელაშვილი
14.12.20 11:34
745
COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოს იმპორტი ყოველთვიურად მცირდება. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში იმპორტმა $99 მილიონით იკლო და $719.2 მილიონი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით 12.1%-იან შემცირებას წარმოადგენს. 

პროცენტულად უფრო მკვეთრია საქართველოს ექსპორტის შემცირება, რაც 13.4%-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე სულ $301.1 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით $46.5 მილიონით ნაკლებია.

ჯამურად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 3 მილიარდი დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 7.18 მილიარდი დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4.16 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9% შეადგინა.

საქსტატი იმპორტ/ექსპორტის დეტალურ სტატისტიკას 21 დეკემბერს გამოაქვეყნებს; ამ დროს გახდება ცნობილი თუ რა კატეგორიის საქონლის ვაჭრობის შემცირებამ განაპირობა იმპორტის და ექსპორტის კლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები