2023 წლის ნოემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 13.2%-ით შემცირდა.
PMC კვლევითი ცენტრის სასტუმრო სექტორის ბიზნეს სტატისტიკის განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროების კატეგორიისთვის (21.5%-ით) შემცირდა. ამავდროულად, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმრო ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა.
ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით შემცირდა.
მიმოხილვის მიხედვით, თვიური სასტუმრო ფასები ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (-1.0%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში (-29.5%).
ამასთან, წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (42.9%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში(-23.7%).
სასტუმროების ტიპების მიხედვით, ნოემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 143 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 221 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 117 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ნოემბერში 386 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 553 ლარი შეადგინა, თბილისში - 541 ლარი, გურიაში - 358, ხოლო აჭარაში კი 299 ლარი იყო.