საშუალო და მცირე სასტუმროების [80 ნომერზე ნაკლები] შემთხვევაში საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი 2019 წლის ნოემბერთან შედარებით. რაც შეეხება დიდ სასტუმროებს [80 ნომერზე მეტი], ნოემბერში საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი 2019 წლის დონეს გაუტოლდა.

დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც გასულ თვეში ტურიზმის მაჩვენებლებს ეხება, ორგანიზაციამ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 5%-ით შეამცირა. შედეგად, TBC Capital-ის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბებს.
11 თვეში ტურიზმისგან საქართველომ 3 159,6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, ვინაიდან 2019 წელს 11 თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 051,4 მლნ დოლარი შეადგინა. უშუალოდ ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 305 მლნ აშშ დოლარი მიიღო. ნოემბერში მიღებული შემოსავლების ნახევარზე მეტი [51%] რუსეთსა და თურქეთზე მოდის. ევროკავშირის [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] წილი კი 6%-ს შეადგენს.
TBC Capital-ის პროგნოზით, ვიზიტორების აღდგენის მაჩვენებელი წელს 60% იქნება. 11 თვის ჭრილში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.




























