მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ტრაილერების გატარებით საქართველოს შემოსავალი შეუმცირდა

ტრაილერები

ნოემბერში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. გასულ თვეში საქართველოს გზებით 42 799 ტრაილერმა ისარგებლა და ბიუჯეტში 14.9 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა, თუმცა ეს მაჩვენებელი აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით

  • იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
  • თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
  • მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
  • აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
  • მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივლისი - 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი
  • აგვისტო - 16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი
  • სექტემბერი - 16 102 752 ლარი / 46 007 სატრანზიტო ტრაილერი
  • ოქტომბერი - 17 248 224 ლარი/ 49 280 სატრანზიტო ტრაილერი
  • ნოემბერი - 14 979 747 ლარი / 42 99 სატრანზიტო ტრაილერი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

11 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ, ქვეყნის გზებზე ტრაილერების გატარებით საქართველომ რეკორდული შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, საქართველომ 11 თვეში სატვირთო სატრანზიტო ტრაილერების გატარებით 166 მლნ 680 ათას ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარ-ნოემბერში საქართველოს გზებით 476,229 ტრაილერმა ისარგებლა. 2022 წლის 11 თვეში საქართველოს ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 112.1 მლნ ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები