მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ყველზე მეტი ბინა დიღომში გაიყიდა - უბნების რეიტინგი

თბილისი

2024 წლის ნოემბერში, თბილისში გაყიდული 3,560 ბინიდან უდიდესი რაოდენობა - 26% დიდ დიღომში გაიყიდა, რომელსაც მოჰყვებოდა საბურთალო მთლიანი გაყიდვების 16%-იანი წილით.

თიბისი კაპიტალის უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა.

ამასთან, 2024 წლის ნოემბერში მ²-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში თითქმის $2,500 შეადგინა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ახალი ბინების ფასის წლიური ზრდა.

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ბინების ტრანზაქციები თვიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად ზრდამ 10%-ს მიაღწია.

„ტრანზაქციების კუმულაციური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა 15%-იანი ზრდა აჩვენა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები