მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

რძს პროდუქტები

2026 წლის ნოემბრიდან, ქართულ რძის გადამმუშავებელ 2 საწარმოს რუსეთის ბაზარზე წვდომა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, "როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ სემინარში მონაწილეობენ.

ვიზიტის ფარგლებში რუსული მხარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეხვდა.

„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ ქართული მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის გარანტიებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყეს პროცედურები აღნიშნული საწარმოების მესამე ქვეყნების რეესტრში შესაყვანად.

გარდა ამისა, რუსული მხარის ცნობით, რუსეთი მზადაა შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 ქართული მწარმოებელი, რომელთაც რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სურთ. დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, მათ ბაზარი გაეხსნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები