მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nokia-მ პირველი კვარტალის პროგნოზებს გადააჭარბა - გაყიდვები AI ბუმმა გაზარდა

nokia

ფინურმა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელმა Nokia-მ კვარტალურ საოპერაციო მოგებაში მოსალოდნელზე დიდი ზრდა დააფიქსირა. კომპანია ხელოვნური ინტელექტისა და ქლაუდ სერვისების მომხმარებლებისგან კვლავაც მაღალ მოთხოვნას ხედავს, რისი შედეგიცაა 1 მილიარდი ევროს ღირებულების შეკვეთების მიღება.

2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის საოპერაციო მოგება 54%-ით გაიზარდა და 281 მილიონ ევროს მიაღწია. ეს მაჩვენებელი Infront-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს (250 მილიონი ევრო) აღემატება.

Nokia-ს გაყიდვებმა ბოლო კვარტალებში მკვეთრად მოიმატა, რაც განპირობებულია ქლაუდ სერვისების მსხვილი პროვაიდერების მიერ აშენებულ AI მონაცემთა ცენტრებზე მაღალი მოთხოვნით, რომელთა მშენებლობაც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს მოითხოვს.

ფინური კომპანია, რომელიც ადრე თავისი საკულტო ტელეფონების ბიზნესით, მოგვიანებით კი 5G მოწყობილობების წარმოებით იყო ცნობილი, აშშ-ში დაფუძნებული Infinera-ს შეძენის შემდეგ, ოპტიკური სატრანსპორტო სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.

პირველ კვარტალში წმინდა გაყიდვებმა 4.5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ბაზრის პროგნოზებს ემთხვევა. ჯგუფის განცხადებით, AI და ქლაუდ მომხმარებლებისგან მიღებული წმინდა გაყიდვები 49%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები