ხელოვნური ინტელექტის მომგებიანობასთან დაკავშირებული გლობალური შეშფოთების ფონზე, იაპონური ტექნოლოგიური ჰოლდინგის, SoftBank Group-ის დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულებამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია.
Markit-ის მონაცემებით, კომპანიის ხუთწლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპის სპრედი 17.4 საბაზისო პუნქტით, 462 პუნქტამდე გაიზარდა. ეს 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინვესტორები SoftBank-ის ფინანსურ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან კომპანიამ OpenAI-ში წილის დასაფინანსებლად რეკორდული განაკვეთებით დამატებითი ვალი აიღო.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებიდან ამონაგების მიღების პერსპექტივა OpenAI-ის მიერ აქციების საჯარო განთავსების 2027 წლამდე გადადებამ შეაფერხა. პარალელურად, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებამ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპის შენელებასთან დაკავშირებული შიშები გააღრმავა. ამ ფაქტორმა კი საკრედიტო რისკები იმ კომპანიებისთვისაც გაზარდა, რომლებმაც მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს.
ცნობისთვის, SoftBank-ი ხელოვნური ინტელექტის სექტორში მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა. ჰოლდინგს OpenAI-ში $64.6 მილიარდი აქვს დაბანდებული, მიკროჩიპების მწარმოებელ Arm-ში კი 90%-იან წილს ფლობს.
























